საგრანტო პროექტის ხელმოწერა: სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში იაპონიის საელჩო საქართველოში

2019/12/3
2019 წლის 3 დეკემბერს, ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ხელი მოეწერა საგრანტო კონტრაქტს პროექტისთვის: „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში“. პროექტი დაფინანსებულია იაპონიის მთავრობის მიერ, იაპონელი ხალხის კეთილი ნების საფუძველზე. საგრანტო პროექტს ხელი მოაწერეს საქართველოში იაპონიის ელჩმა - ბატონმა ტადაჰარუ უეჰარამ და ორგანიზაცია აფხაზინტერკონტის (AIC-ის) ხელმძღვანელმა - ბატონმა არჩილ ელბაქიძემ. პროექტის ფარგლებში შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა განთავსდება ამბროლაურში, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას სოფლის მეურნეობის დარგში. საგრანტო დაფინანსების მოცულობაა 33’538 აშშ დოლარი.
 
    
 

    

ადგილმდებარეობა