საგრანტო პროექტის ხელმოწერა: მეორადი სახანძრო მანქანის გადაცემა, ბათუმისთვის ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში იაპონიის საელჩო საქართველოში

2019/11/19
2019 წლის 19 ნოემბერს, ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ხელი მოეწერა საგრანტო კონტრაქტს პროექტისთვის: „მეორადი სახანძრო მანქანის გადაცემა ბათუმისთვის“. პროექტი დაფინანსებულია იაპონიის მთავრობის მიერ, იაპონელი ხალხის კეთილი ნების საფუძველზე. საგრანტო პროექტს ხელი მოაწერეს საქართველოში იაპონიის ელჩმა - ბატონმა ტადაჰარუ უეჰარამ და ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG-ს) ხელმძღვანელმა - ვანო გრიგოლაშვილმა. პროექტის ფარგლებში, ბათუმის მუნიციპალიტეტს გადაეცემა სახანძრო მანქანა, რომელსაც გამოიყენება მათ შორის, მაღალსართულიანი შენობებისთვის. საგრანტო დაფინანსების მოცულობაა 141’268 აშშ დოლარი.
 
    
 
    


ადგილმდებარეობა