საგრანტო პროექტის ხელმოწერა: სასოფლო-სამეურნეო ლაბორატორიული ტექნიკის შეძენა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში იაპონიის საელჩო საქართველოში
2019/12/3
2019 წლის 3 დეკემბერს, ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ხელი მოეწერა საგრანტო კონტრაქტს პროექტისთვის: „სასოფლო-სამეურნეო ლაბორატორიული ტექნიკის შეძენა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში“. პროექტი დაფინანსებულია იაპონიის მთავრობის მიერ, იაპონელი ხალხის კეთილი ნების საფუძველზე. საგრანტო პროექტს ხელი მოაწერეს საქართველოში იაპონიის ელჩმა - ბატონმა ტადაჰარუ უეჰარამ და სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის (AFAD-ის) ხელმძღვანელმა - ქალბატონმა მაია მიქავამ. პროექტის ფარგლებში, ზუგდიდში მდებარე სასოფლო-სამეურნეო ლაბორატორიას გადაეცემა ლაბორატორიული აღჭურვა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მოსახლეობას, გააკეთოს ლაბორატორიული სინჯები და მიიღოს ხარისხის სერტიფიკატი, რაც გაზრდის მათ კონკურენტუნარიანობას და კვების უსაფრთხოებას საქართველოში. საგრანტო დაფინანსების მოცულობაა 69’500 აშშ დოლარი.

ადგილმდებარეობა





ადგილმდებარეობა
