საგრანტო პროექტის ხელმოწერა: ნარჩენების მართვის ტექნიკის შეძენა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში იაპონიის საელჩო საქართველოში
2019 წლის 19 ნოემბერს, ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ხელი მოეწერა საგრანტო კონტრაქტს პროექტისთვის: „ნარჩენების მართვის ტექნიკის შეძენა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“. პროექტი დაფინანსებულია იაპონიის მთავრობის მიერ, იაპონელი ხალხის კეთილი ნების საფუძველზე. საგრანტო პროექტს ხელი მოაწერეს საქართველოში იაპონიის ელჩმა - ბატონმა ტადაჰარუ უეჰარამ და ოზურგეთის მერმა - ბატონმა კონსტანტინე შარაშენიძემ. პროექტის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გადაეცემა ნარჩენების მართვის მანქანა, რომელიც მოემსახურება მწვანე სტრატეგიის ფარგლებში ნარჩენების განაწილებას, უფრო ჯანსაღი გარემოსთვის. საგრანტო დაფინანსების მოცულობაა 57’329 აშშ დოლარი.
ადგილმდებარეობა