საქართველოში იაპონიის საელჩოს განცხადება „სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების“ მიერ საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ გამოტანილი „განაჩენის“ შესახებ
2021/3/3
1. 2021 წლის 5 თებერვალს, „სამხრეთ ოსეთში ხელისუფლების“ მიერ 2020 წლის ივლისში დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ბატონი ზაზა გახელაძეს მიმართ, გამოცხადდა „განაჩენი“, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას 12 წლისა და 6 თვის ვადით.
2. იაპონიის საელჩო საქართველოში გამოხატავს შეშფოთებას ამ „განაჩენთან“ დაკავშირებით და მოუწოდებს შესაბამის პირებს ზაზა გახელაძის მყისიერი გათავისუფლებისაკენ. ეს საქმე მიუთითებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - ცხინვალსა/სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესებაზე.
3. იაპონიის საელჩო კვლავაც ხაზს უსვამს იაპონიის პოზიციას, რომ საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, არსებითია ცხინვალის/სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების საკითხის მშვიდობიანად გადაჭრა, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების შესაბამისად. იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლის ნებისმიერ მცდელობას.