„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განახლებული იაპონური ცენტრის“ გახსნის ცერემონია

2021/6/22
22 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იაპონიის მთავრობის გრასრუტის კულტურული საგრანტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, იაპონური ცენტრის გახსნის ცერემონია გაიმართა. განახლებული და ახალი ტექნიკით აღჭურვილი ცენტრი გახსნეს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ.

იაპონიის მთავრობის გრანტით (10,921 აშშ დოლარი) დამონტაჟდა ელექტრონული მოწყობილობები, როგორიცაა ინტერაქტიული ჭკვიანი დაფა, იაპონური ენის სასწავლო აპარატურა და ავეჯი, რითაც გაუმჯობესდა სწავლის გარემო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იაპონიის ცენტრში. გარდა ამისა, „ნიპპონ ფონდმა“ უნივერსიტეტს საჩუქრად გადასცა იაპონიასთან დაკავშირებული 100-მდე წიგნი.

ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული გრანტი ხელს შეუწყობს იაპონური ენისა სწავლის და იაპონიის შესახებ კვლევების განვითარებას და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას.