საქართველოში იაპონიის საელჩოს განცხადება 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტიდან 13 წლისთავზე

2021/8/12
ცხინვალის/სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დაწყებიდან მე-13 წლისთავზე, იაპონიის საელჩო გამოხატავს ღრმა მწუხარებას კონფლიქტის მსხვერპლთა და მათი ოჯახის წევრების მიმართ და ხაზს უსვამს მის ურყევ პოზიციას, რომ აღნიშნულ რეგიონებში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრა, საქართველოს სუვერენტიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსა და მთლიანად სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.
 
საელჩო შეშფოთებულია ჰუმანიტარული მდგომარეობით კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში მთელი საქართველოს მასშტაბით და ხაზს უსვამს 2021 წლის 16 ივნისს გაეროს გენერალური ასამბლეიის მიერ მიღებული რეზოლუციის სრულყოფილად შესრულების აუცილებლობას: „ქვეყნის შიგნით საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ.“
 
იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერ მცდელობას.