ონლაინ ლექცია იაპონური ლიტერატურის შესახებ (20 ოქტომბერი)
2021/10/4
20 ოქტომბერს, 15:00 საათზე, იაპონიის საელჩო გამართავს ონლაინ ლექციას იაპონური ლიტერატურის შესახებ YouTube-ის პირდაპირი ეთერის საშუალებით. შეხვედრის ბმული: https://youtu.be/OLCSOSPJgJA
ლექციას გაუძღვება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იაპონური ენის ლექტორი, ქალბატონი თათია მემარნიშვილი.
საჯარო ლექციაზე რეგისტაციისთვის, გთხოვთ მოგვწერეთ თქვენი სახელი, ასაკი, სამუშაო ადგილი ელ-ფოსტაზე: culture@tb.mofa.go.jp
