ბატონ თამაზ დარჩიძეს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დაწესებული ქების სიგელით დაჯილდოება

2021/11/18
18 ნოემბერს, იაპონიის ელჩმა ბატონმა იმამურა აკირამ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორი ბატონ თამაზ დარჩიძე იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დაწესებული ქების სიგელით დააჯილდოვა. ბატონ დარჩიძეს სიგელი გადაეცა წლების განმავლობაში საქართველოსა და იაპონიას შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. მან ასევე დიდი წვლილი შეიტანა იაპონიის კულტურის პოპულარიზაციაში იაპონური ბაღის გაშენებით, იაპონიის საელჩოს მიერ ორგანიზებული კულტურული ღონისძიებების და საკურას დარგვის მხარდაჭერით.