იაპონია-საქართველოს ბიზნეს ვებინარი განახლებადი ენერგიის შესახებ

2021/11/17
 17 ნოემბერს, საქართველოში იაპონიის საელჩომ JETRO-ს სტამბულის ოფისთან ერთად ჩაატარა ვებინარი, საქართველოს მიმდინარე მდგომარეობა - ბიზნეს პოტენციალი განახლებადი ენერგიის სფეროში.
 ვებინარზე, რომელასც ესწრებოდა 86 მონაწილე იაპონიიდან, საქართველოდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბატონმა იმამურა აკირამ და აწარმოე საქართველოს დირექტორმა ბატონმა მიხეილ ხიდურელმა. ვებინარზე სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის, TEPCO Renewable Power, Inc.-სა და იაპონია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები. თითოეულმა მხარემ წარმოადგინა პრეზენტაცია. განხილულ იქნა საქართველოში არსებული განახლებადი ენერგიის  სექტორის მდგომარეობა და ინიციატივები, ისევე როგორც, ბიზნესის სხვა სფეროები საქართველოში.ვიმედოვნებთ, რომ იაპონიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობა განაგრძობს განვითარებას.