ელჩი იშიძუკას საახალწლო მილოცვა

2026/1/6

2026 წლის დასაწყისში მსურს გისურვოთ ბედნიერი ახალი წელი. 

 

თუ გადავხედავთ 2025 წელს, იაპონია-საქართველოს ურთიერთობები თანმიმდევრულად ვითარდებოდა.  

 

საქართველოში სტუმად მყოფ იაპონურ დელეგაციებს შორისმსურს აღვნიშნო წარმომადგენელთა პალატის წევრის, ქ-ნ მაკიშიმა კარენის და ციფრული ტრანსფორმაციის საპარლამენტო ვიცე-მინისტრის, ბ-ნ კავასაკი ჰიდეტოს ვიზიტი. აღნიშნული დელეგაცია საქართველოში 2025 წლის დეკემბერში იმყოფებოდა და პარლამენტის, მთავრობის, მუნიციპალიტეტების და უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, განიხილეს საკითხები გაციფრულების, კატასტროფების პრევენციისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივების შესახებ.  

 

2025 წელი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის 70 წლის და იაპონიის საზღვარგარეთ თანამშრომლობის მოხალისეთა (JOCV) პროგრამის დაფუძნების 60 წლის საიუბილეო წელი იყო. ამ თარიღებთან დაკავშირებით შეიქმნა სამახსოვრო ვიდეოვფიქრობშესაძლოაზოგიერთმა თქვენგანმა უკვე ნახა კიდევაც. 

 

ასევე, დიდი სიხარულით აღვნიშნავ “ერთი სოფელი-ერთი პროდუქტის” (OVOP) მაღაზიის გახსნას თბილისში.  

 

გარდა ამისა, გასულ წელს ორი გამორჩეული ქართული კულტურის მოღვაწე დაჯილდოვდა იაპონური სახელმწიფო ორდენებით. თბილისსა და ბათუმში გაიმართა სხვადასხვა კულტურული ღონისძიება, რამაც ხელი შეუწყო ჩვენს ქვეყნებს შორის ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას.  

 

დარწმუნებული ვარ, იაპონია-საქართველოს ურთიერთობები მიმდინარე წელსაც გაღრმავდება, სწორედ ხალხთაშორისი კავშირების და პრაქტიკული თანამშრომლობის გზით.  

 

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს საქართველოს მდებარეობა შუა დერეფნისა და ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის გასწვრივ. გასული წლის დეკემბერში გამართულ „ცენტრალური აზიის ქვეყნებისა და იაპონიის დიალოგის სამიტზე“ (CA+JAD), პრემიერ მინისტრმა ტაკაიჩიმ წარადგინა „CA+JAD ტოკიოს ინიციტივა”. აღნიშნული ინიციატივა მოიცავს დაკავშირებადობის საკითხის გაძლიერებას, მათ შორის ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ შემდგომი განვითარების მხარდაჭერის გზით. ჩემი აზრით, ეს ცხადყოფსრომ იზრდება ყურადღება ლოგისტიკისტრანსპორტისა და ხალხთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებაზე, როგორც ცენტრალური აზიის ფარგლებშიისე მის მიღმა – საქართველოს ჩათვლით. 

 

ამასთანგანსაკუთრებით პერსპექტიულია თანამშრომლობა გარემოს დაცვის სფეროშიმათ შორის ერთობლივი დაკრედიტების მექანიზმის (JCM) გამოყენებითვინაიდან JCM-ის ფარგლებში თანამშრომლობა სტაბილურად ვითარდება. ვიმედოვნებთრომ მომავალ წელს ეს დადებითი დინამიკა ახალ იმპულსს შესძენს იაპონიასაქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. 

 

დასასრულს, თქვენი ღირებული მოსაზრებების, რეკომენდაციების და რჩევების გათვალისწინებით, იაპონიის საელჩოს თითოეული თანამშრომელი, როგორც ერთი გუნდი, გააგრძელებს მუშაობას ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გასაღრმავებლად. 

 

მომავალ წელსაც, მოუთმენლად ველით თქვენს მხარდაჭერას.