იაპონური სამაუწყებლო მასალების საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადაცემის ცერემონია

2022/2/21
21 თებერვალს, იაპონიის ელჩმა, ბატონმა იმამურა აკირამ იაპონიის ფონდის სამაუწყებლო მასალების გაცნობის პროექტის ფარგლებში, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს გადასცა იაპონური სამაუწყებლო მასალები. წელს აღინიშნება იაპონია-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე საიუბილეო წელი და საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე წარმოდგენილი იქნება იაპონური სატელევიზიო პროგრამები „ბონსაის სამყარო“ და „გამოიკვლიე იაპონია“.