იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრის, ბატონი ტარო ჰონდას ვიზიტი საქართველოში
2022/5/4
3-4 მაისს, იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრი ბატონი ჰონდა ტარო ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ბატონ ალექსანდრე ხვთისიაშვილთან, ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ბატონ ლევან დავითაშვილთან. ბატონმა ჰონდამ ასევე მონაწილეობა მიიღო რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის სამედიცინო ტექნიკის გადაცემის ცერემონიაში და თბილისში ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში საკურას ნერგების დარგვის ცერემონიაში.




