ფოტო გამოფენის „იაპონიის საკურა 2022“ გახსნის ცერემონია სიღნაღში
2022/5/18
18 მაისს, სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში ჩატარდა ფოტო განიფენის „იაპონიის საკურა 2022“ გახსნის ცერემონია, რომელსაც დაესწრნენ ბატონი დავით დურგლიშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბატონი დავით ჯანიკაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ბატონი ცოტნე ბეჟაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი და ბატონი იმანიში ტაკაო, იაპონიის საელჩოს პირველი მდივანი. გამოფენა 30 ივნისამდე გაგრძელდება.



