ბატონი კოჯიმა იასუჰიროს საჯარო ლექცია ზუგდიდში იაპონია-საქართველოს კულტურული ურთიერთობების შესახებ
2022/6/2
2 ივნისს ქალაქ ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში იაპონია საქართველოს კულტურული ურთიერთობების შესახებ ლექცია წაიკითხა ტოკიოს უცხო ენათა უნივერსიტეტის ლინგვისტმა/ლექტორმა ბატონმა იასუჰირო კოჯიმამ. ლექცია გაიმართა ზუგდიდელებისათვის და ისინი გაეცნენ ორივე ქვეყნის კულტურული ურთიერთობების ისტორიას და მის მრავალფეროვან არეალს.




