ჰარადა ტაკეჰიდეს გამოფენის „წმინდა ფიროსმანი” გახსნის ცერემონია ზუგდიდში

2022/6/2
2 ივნისს, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმში ზუგდიდში ჩატარდა ჰარადა ტაკეჰიდეს გამოფენის „წმინდა ფიროსმანი“ გახსნის ცერემონია. გახსნის ცერემონიას დაესწრნენ ზუგდიდის მერი ბატონი მამუკა წოწორია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბატონი დავით კუხალეიშვილი, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორი ბატონი დავით ოკუჯავა, იაპონიის საელჩოს პირველი მდივანი ბატონი იმანიში ტაკაო და სხვა საპატიო სტუმრები. გამოფენა 2 ივლისამდე გაგრძელდება.