წიგნის "ნაზი თოვა" ("მაკიოკას დები") პრეზენტაცია
30 ივნისს, საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართა ა.წ. თებერვლის ბოლოს იაპონური ფონდის მხარდაჭერით გამომცემლობა „დიოგენეს“ მიერ გამოცემული იაპონური ლიტერატურის კლასიკოსის, ჯუნიჩირო ტანიძაკის რომანის „ნაზი თოვა“ ("სასამეიუკი") პრეზენტაცია. წიგნი იაპონურიდან თარგმნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იაპონური ენის ლექტორმა, ქალბატონმა თათია მემარნიშვილმა.
წიგნის პრეზენტაციას დაესწრო იაპონიის ელჩი ბატონი იმამურა აკირა, მწერალტა სახლის დირექტორი ქალბატონი ნატა ლომოური, გამომცემლოვა "დიოგენეს" დირექტორი ქალბატონი თამარ ლებანიძე, ქართველოლოგი ბატონი კოჯიმა იასუჰირო და სხვა საპატიო სტუმრები. ქალბატონმა თათიამ ისაუბრა იაპონური ლიტერატურის შესახებ.