შიკოკუს უნივერსიტეტსა და თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტს შორის აკადემიური თანამშრომლობისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა
2022/7/1
1 ივლისს, შიკოკუს უნივერსიტეტსა და თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტს შორის აკადემიური თანამშრომლობისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის ონლაინ ცერემონია გაიმართა. ცერემონიას დაესწრნენ ორივე უნივერსიტეტის ოფიციალური წარმომადგენლები, იაპონიის ელჩი საქართველოში ბატონი იმამურა აკირა, საქართველოს ელჩი იაპონიაში ბატონი თეიმურაზ ლეჟავა და ტოკუშიმას პრეფექტურის ვიცე გუბერნატორი ქალბატონი კაცუნო მიე. ვიმედოვნებთ, რომ ამ ხელშეკრულების ხელმოწერით ურთიერთობები შიკოკუს უნივერსიტეტსა და თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტს შორის გაღრმავდება, და ტოკიოს 2020-ის საქართველოს მასპინძელი ქალაქის ტოკუშიმასა და საქართველოს შორის ურთიერთობები უფრო მეტად განვითარდება.
