საქართველოში იაპონიის საელჩოს განცხადება 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტიდან 14 წლისთავზე
2022/8/10
ცხინვალის/სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტისდაწყებიდან მე-14 წლისთავზე, იაპონიის საელჩო გამოხატავს ღრმა მწუხარებას კონფლიქტისმსხვერპლთა მიმართ და ხაზს უსვამს მის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
საელჩო შეშფოთებულია ჰუმანიტარული მდგომარეობით კონფლიქტის შედეგად დაზარალებულრეგიონებში მთელი საქართველოს მასშტაბით და ხაზს უსვამს 2022 წლის 8 ივნისს გაეროსგენერალური ასამბლეიის მიერ მიღებული რეზოლუციის სრულყოფილად შესრულებისაუცილებლობას: „ქვეყნის შიგნით საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთისრეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ.“
იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილებისნებისმიერ მცდელობას.
იაპონია განაგრძობს საქართველოსთან, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორთან თანამშრომლობას, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული თავისუფალი და ღია საერთაშორისო წესრიგის გაძლიერების მიმართულებით.