იაპონიასა და საქართველოს შორის ერთობლივი საკრედიტო მექანიზმის (JCM) ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
2022/9/13
13 სექტემბერს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში აკირა იმამურამ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს ერთობლივი საკრედიტო მექანიზმის (JCM) შექმნის შესახებ. JCM-ის ფარგლებში, იაპონია საქართველოსთან ითანამშრომლებს სათბურის აირები ემისიების შემცირების სფეროში, რაც ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) მიღწევას და იმუშავებს მსოფლიოს დეკარბურიზაციის მიმართულებით.

