ვადაიკოს და ბალეტის ერთობლივი წარმოდგენა იაპონია-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე საიუბილეო წლის აღსანიშნავად

2022/11/12
12 და 13 ნოემბერს, იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე საიუბილეო წლის აღსანიშნავად, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრში ჩატარდა ქართული ეროვნული საბალეტო დასის, რომელსაც ხელმძღვანელობს ქალბატონი ნინო ანანიაშვილი და ვადაიკოს ჯგუფის Leo Classic Ensemble-ის ერთობლივი წარმოდგენა „სიზმრები იაპონიაზე“. ქალბატონი ნინო ანანიაშვილი 2017 წელს დაჯილდოვდა იაპონიის იმპერატორის „ამომავალი მზისა და ოქროს სხივებით“ დამშვენებული ორდენით.