გახსნის ცერემონია პროექტი: „ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში საბავშვო ბაღის მშენებლობა“ იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებული „ადამიანის უსაფრთხოების ადგილობრივი საგრანტო პროგრამა“
2019/5/23
2019 წლის 16 მაისს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში გაიმართა პროექტის გახსნის ცერემონია. მოხეს სოფელში საბავშვო ბაღი აშენდა იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსებული „ადამიანის უსაფრთხოების ადგილობრივი საგრანტო პროგრამის" ფარგლებში. ღონისძიებას ესწრებოდნენ იაპონიის ელჩი საქართველოში მისი აღმატებულება ბატონი ტადაჰარუ უეჰარა, სამცხე–ჯავახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული ბატონი ბესიკ ამირანაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ბატონი ზაქარია ენდელაძე, აგრეთვე ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები.
პროექტის ფარგლებში, იაპონიის მთავრობამ გამოყო გრანტი საბავშვო ბაღის მშენებლობის მხარდასაჭერად; პროექტის მეშვეობით, დაახლოებით 100 ბავშვს მიეცა შესაძლებლობა ისარგებლოს განახლებული შენობით. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 66’395 აშშ დოლარს. პროექტი განახორციელა World Vision–საქართველომ და გახსნის ცერემონიას უმასპინძლა ორგანიზაციის დირექტორმა საქართველოში ქალბატონმა ეკა ჟვანიამ.

ადგილმდებარეობა (სოფელი მოხე ადიგენის მუნიციპალიტეტში):