საგრანტო ხელმოწერის ცერემონია იაპონიის საელჩოს გრასრუტების ადამიანის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში ახალციხეში მრავალფუნქციური სასოფლო–სამეურნეო ცენტრის შექმნა

2019/3/18
2019 წლის 28 თებერვალს საქართველოში სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა – ბატონმა  ტადაჰარუ უეჰარამ და ორგანიზაცია „სამყაროს“ თავმჯდომარემ –ქალბატონმა ნანა ზუბაშვილმა ხელი მოაწერეს საგრანტო შეთანხმებას. პროექტის ფარგლებში დაფინანსდა შენობის რეაბილიტაცია, სასოფლო–სამეურნეო ცენტრის მოსაწყობად ახალციხეში, რომელიც გააერთიანებს სასოფლო–სამეურნეო ლაბორატორიას და სწავლების ცენტრს ფერმერებისთვის. ლაბორატირიაში შესაძლებელი იქნება მიწის, წყლისა და რძის პროდუქციის ლაბორატორიული კვლევა. პროექტი ხელს შეუწყობს ბიოლოგიურად სუფთა სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის წარმოებას და ხელს შეუწყობს მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებას. პროექტი შემუშავდა ორგანიზაცია „სამყაროს“ ექსპერტების მიერ, რომლებმაც სწავლება გაიარეს იაპონიაში, მდგრადი სოფლის მეურნეობის საკითხებში, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. საგრანტო დაფინანსების მოცულობაა:  71 547 აშშ დოლარი.

 

 

                                                                             ადგილმდებარეობა: