ელჩის, ბატონი იმამურას რწმუნებათა სიგელის გადაცემა საქართველოს პრეზიდენტისათვის
2020/12/22


22 დეკემბერს, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, ელჩმა, ბატონმა იმამურა აკირამ, გადასცა რწმუნებათა სიგელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ელჩმა იმამურამ გამოხატა სურვილი, გააღრმავოს საქართველოსა და იაპონიას შორის მეგობრული ურთიერთობები. პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა წარმატება უსურვა ელჩს მისი მოვალეობის შესრულებაში.