საგრანტო ხელმოწერის ცერემონია იაპონიის საელჩოს გრასრუტების ადამიანის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში ბიო–ბრიკეტების საწარმოს მშენებლობა წალკის 2 სოფელში
2019/3/18
2019 წლის 28 თებერვალს საქართველოში სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა – ბატონმა ტადაჰარუ უეჰარამ და ორგანიზაცია BRIDGE-ის გამგეობის თავმჯდომარემ – ბატონმა გიორგი დათუსანმა ხელი მოაწერეს საგრანტო შეთანხმებას. პროექტის ფარგლებში დაფინანსდა ორი მცირე საწარმოს მშენებლობა, ბიო–ბრიკეტების საწარმოებლად წალკის მუნიციპალიტეტში – პროექტი შემუშავდა ორგანიზაცია BRIDGE–ის ექსპერტების ჩართულობით. პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივ ეკო–მიგრანტებს ჩაანაცვლონ შეშა ბიოლოგიურად სუფთა ბრიკეტებით და შექმნის კარგ პრეცედენტს, სამომავლო მაგალითად, რათა დაინერგოს ტყის განადგურებისგან დამცავი პრაქტიკა საქართველოში. ასევე, ბიო–ბრიკეტების ფასი ორჯერ ნაკლებია შეშაზე, რაც მნიშვნელოვანია წალკაში მცხოვრები ეკო–მიგრანტების სიღარიბის შემცირებაში. საგრანტო დაფინანსების მოცულობაა: 71 498 აშშ დოლარი.


ადგილმდებარეობა:





ადგილმდებარეობა:
