პროექტის გახსნის ცერემონია: მეორადი სახანძრო მანქანების გადაცემა ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებული „ადამიანის უსაფრთხოების ადგილობრივი საგრანტო პროგრამა“

2019/11/1
2019 წლის 29 ოქტომბერს, 11:00–ზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სამცხე–ჯავახეთის რეგიონში გაიმართა პროექტის გახსნის ცერემონია: მეორადი სახანძრო მანქანების გადაცემა ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის. პროექტი განხორციელდა იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებული „ადამიანის უსაფრთხოების ადგილობრივი საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში. ღონისძიებას ესწრებოდნენ იაპონიის ელჩი საქართველოში – მისი აღმატებულება ბატონი ტადაჰარუ უეჰარა, ორგანიზაცია Mercy Corps-ისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელობა,  ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან ერთად.
 
პროექტის საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2019 წლის 6 მარტს, Mercy Corps-სა და იაპონიის საელჩოს შორის. პროექტის ფარგლებში იაპონიის მთავრობამ გამოყო გრანტი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხანძრების დროული პრევენციისა და აღმოფხვრისთვის, რაც შესაძლებელს გახდის დავიცვათ ტყე, ადამიანების სიცოცხლე და მათი შემოსავლის წყარო. გრანტის მოცულობამ შეადგინა 86’242 აშშ დოლარი.
 
 
                                                                                  ადგილმდებარეობა: