პროექტის გახსნის ცერემონია „კიბოს სკრინინგის ხელმისაწვდომობის გაზრდა მობილური კლინიკის მეშვეობით“ იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებული „ადამიანის უსაფრთხოების ადგილობრივი საგრანტო პროგრამა“

2019/2/20
2019 წლის 18 თებერვალს გაიმართა პროექტის გახსნის ცერემონია ქუთაისში. იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში: „ადამიანის უსაფრთხოების ადგილობრივი საგრანტო პროგრამა“, დაფინანსდა მობილური მამოგრაფის შეძენა იმერეთის რეგიონში ქალთა შორის ძუძუს კიბოს ნაადრევი გამოვლენისთვის. ღონისძიებას ესწრებოდნენ იაპონიის ელჩი საქართველოში – მისი აღმატებულება ტადაჰარუ უეჰარა, ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ზრუნვის კავშირი „ჰერა“, ქუთაისის მერის მოადგილე – ქ–ნი ნინო თვალთვაძე და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე – ბ–ნი იოსებ ხახალეიშვილი. 
 
პროექტის საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2018 წლის 28 ნოემბერს – საქართველოში იაპონიის საელჩოსა და ორგანიზაცია ჰერა-ს შორის. პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია „ჰერამ“ შეიძინა მამოგრაფი იმერეთის რეგიონში კიბოს ნაადრევი გამოვლენისა და ეფექტური მკურნალობისთვის. პროექტის მეშვეობით, ჰერა უზრუნველყოფს ნაადრევი გამოვლენის სერვისით უზრუნველყოფას თვეში დაახლოებით 100–დან 200 ქალისთვის და პოტენციურად ასობით სიცოცხლეს გადაარჩენს. იაპონიის საელჩოს დაფინანსება ამ პროექტისთვის შეადგენს 81 200 აშშ დოლარს.

  

  

                                                                                        ადგილმდებარეობა: