საკონსულო განყოფილების განცხადება 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის სავიზო პროცედურებთან დაკავშირებით
2019/6/17
- საჭირო საბუთები
საქართველოს მოქალაქეებმა და საქართველოს ბინადრობის მოწმობის მქონე პირებმა, რომელთაც სურვილი აქვთ ეწვიონ იაპონიას 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასზე, უნდა შემოიტანონ სავიზო განაცხადი ტურისტულ ვიზაზე. გთხოვთ იხილოთ საბუთების ჩამონათვალი: https://www.mofa.go.jp/files/000433641.pdf (გვერდი 3).
მოთხოვნილ საბუთებთან ერთად რეკომენდირებულია 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასზე დასწრების დამადასტურებელი საბუთების ან ბილეთების წარდგენა.
- ეს განცხადება არ ეხებათ იმ პირებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი უწყების მოწვევა 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასზე.
- განაცხადის ფორმები QR კოდით
მათთვის, ვისაც განაცხადი იაპონიის ვიზაზე შემოაქვს 2019 წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, რეკომენდირებულია შემოიტანონ განაცხადის ფორმები QR კოდით: https://www.mofa.go.jp/files/000124525.pdf (გთხოვთ გამოიყენოთ Internet Explorer ან Acrobat Reader. QR კოდი უნდა გამოჩნდეს გვერდის მარცხენა ზემო კუთხეში).
- ვიზის გაცემა