გახსნის ცერემონია პროექტი: “მეორადი სახანძრო მანქანის გადაცემა თბილისისთვის“ იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებული „ადამიანის უსაფრთხოების ადგილობრივი საგრანტო პროგრამა“

2018/12/10
     2018 წლის 30 ნოემბერს 13:30 საათზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტრენინგ ცენტრში (თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია) გაიმართა პროექტის „სახანძრო ტექნიკის შეძენა თბილისისთვის“ საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია. პროექტი დაფინანსებულია იაპონიის მთავრობის მიერ „გრასრუტების ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში. ცერემონიას ესწრებოდნენ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი ტადაჰარუ უეჰარა, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები, იაპონიური დიპლომატიის განვითარების საზოგადოების წარმომადგენლები და პროექტში ჩართული სხვა პარტნიორები.

     აღნიშნულ პროექტს ხელი მოეწერა 2018 წლის 14 მარტს, იაპონიის საელჩოსა და საგანგებბო სიტუაციების მართვის სამსახურს შორის. პროექტის ფარგლებში, მეორადი სახანძრო ტექნიკა გადაეცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, თბილისის ტერიტორიაზე სამაშველო ოპერაციების ჩასატარებლად (რაც პოტენციურად გადაარჩენს ათასობით სიცოცხლეს). იაპონიის საელჩოს დაფინანსება ამ პროექტისთვის შეადგენს 99’733 აშშ დოლარს.

    
    

                                                                                ადგილმდებარეობა: