პროექტის გახსნის ცერემონია: მძიმე ტექნიკის შეძენა გორის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებული „ადამიანის უსაფრთხოების ადგილობრივი საგრანტო პროგრამა“

2019/10/15
2019 წლის 10 ოქტომბერს, სოფელ კვარხეთში (მეჯვრისხევის თემი, გორის მუნიციპალიტეტი, შიდა ქართლის რეგიონი) გაიმართა პროექტის გახსნის ცერემონია: მძიმე ტექნიკის შეძენა გორის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის. პროექტი განხორციელდა იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებული „ადამიანის უსაფრთხოების ადგილობრივი საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში. ღონისძიებას ესწრებოდნენ იაპონიის ელჩი საქართველოში – მისი აღმატებულება ბატონი ტადაჰარუ უეჰარა, გორის თვითმმართველობა ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან ერთად.

პროექტის საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2019 წლის 6 მარტს, გორის მუნიციპალიტეტსა და იაპონიის საელჩოს შორის. პროექტის ფარგლებში იაპონიის მთავრობამ გამოყო გრანტი გორის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის მძიმე ტექნიკის შესაძენად. ყოველწლიურად, აღნიშნული ტექნიკით რეაბილიტირდება და გაიწმინდება დაახლოებით 8 კმ სასმელი წყლის არხი, 8 კმ გზა და 8 კმ სარწყავი არხი, რაც სარგებელს მოუტანს სოფლად მცხოვრებ 77 ათასზე მეტ მოსახლეს გორის მუნიციპალიტეტში, მათ შორის 2008 წლის 7 აგვისტოს ომით დაზარალებულ სოფლებში. გრანტის მოცულობამ შეადგინა 61’000 აშშ დოლარი.

 
 
                                                                                 ადგილმდებარეობა