საგრანტო ხელმოწერის ცერემონია იაპონიის საელჩოს გრასრუტების ადამიანის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში სარწყავი არხების რეაბილიტაციისთვის ტექნიკის შეძენა
2019/3/19
2019 წლის 6 მარტს, საქართველოში სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა – ბატონმა ტადაჰარუ უეჰარამ და გორის მუნიციპალიტეტის მერმა ხელი მოაწერეს საგრანტო შეთანხმებას. პროექტის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტი შეიძენს მძიმე ტექნიკას, სარწყავი არხებისა და გზების რეაბილიტაციისთვის – განსაკუთრებით – ომის შედეგად დაზარალებულ სოფლებში. ტექნიკა, შეძენილი პროექტის ფარგლებში, შესაძლებლობას მისცემს მუნიციპალიტეტს ასობით კილომეტრის სიგრძის სარწყავი და სასმელი წყალის არხი მოაწყოს გზების რეაბილიტაციასთან ერთად. აღნიშნული კი გააძლიერებს სიღარიბესთან ბრძოლის ერთობლივ ძალისხმევას. საგრანტო დაფინანსებამ შეადგინა 61 000 აშშ დოლარი.


ადგილმდებარეობა:





ადგილმდებარეობა:
