2018 წლის ეროვნული დღის მიღება

2018/12/12
6 დეკემბერს იპონიის ელჩმა ბატონმა ტადაჰარუ უეჰარამ უმასპინძლა ეროვნული დღის, მისი უდიდებულესობის, იაპონიის იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილ მიღებას. ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობის,  ბიზნესის  და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბატონმა ბახტაძემ წარმოთქვა სიტყვა, როგორც საპატიო სტუმარმა. მიღებაზე წარმოდგენილი იყო იაპონური სამზარეულო, საკე, ვაგიუ (იაპონური საქონლის ხორცი), აგრეთვე შინმაი (იაპონური ბრინჯის მოსავალი ამ წელს). სხვადასხვა იაპონურმა კომპანიებმა წარმოადგინეს თავიანთი პროდუქცია ზემოაღნიშნულ ღონისძიებაზე.