საგრანტო ხელმოწერის ცერემონია იაპონიის საელჩოს გრასრუტების ადამიანის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში თბილისში პოსტ–ქიმიოთერაპიული რეაბილიტაციის ცენტრის მშენებლობა

2019/4/2
2019 წლის 6 მარტს, საქართველოში სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა – ბატონმა ტადაჰარუ უეჰარამ და ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდის დირექტორმა – ქალბატონმა მარინე დავითულიანმა ხელი მოაწერეს საგრანტო შეთანხმებას. პროექტის ფარგლებში აშენდება კავკასიაში პირველი ცენტრი, კიბოს მქონე ბავშვებისთვის – პოსტ–ქიმიოთერაპიული რეაბილიტაციისთვის (თბილისის ტერიტორიაზე). ცენტრი შესაძლებლობას მისცემს ქიმიო–ტერაპიის შემდგომი რეაბილიტაცია გაიარონ პატიენტებმა და მათი ოჯახის წევრებმა, რაც მათ სიცოცხლეს გააუმჯობესებს და პოტენციურად – გადაარჩენს. საგრანტო დაფინანსება: 88 500 აშშ დოლარი.

 
 

                                                                             ადგილმდებარეობა: