საგრანტო ხელმოწერის ცერემონია იაპონიის საელჩოს გრასრუტების ადამიანის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში წალკის 3 სოფლის მოსავლისთვის სამაცივრე მეურნეობის მშენებლობა

2019/3/15
2019 წლის 28 თებერვალს საქართველოში სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა – ბატონმა  ტადაჰარუ უეჰარამ და ბედიანის ბავშვთა ცენტრის დირექტორმა – ბატონმა ზვიად ხაფავამ ხელი მოაწერეს საგრანტო შეთანხმებას. პროექტის ფარგლებში აშენდება სამაცივრე მეურნეობა, წალკაში ეკო–მიგრანტების სამი სოფლის მოსავლის შესანახად. პროექტი შემუშავდა ორგანიზაცია „გარემო და განვითარებასა“ და  ბედიანის ბავშვთა ცენტრის მჭიდრო თანამშრომლობით. პროექტი გაზრდის ადგილობრივი ეკო–მიგრანტების შემოსავალს, ამავდროულად, საფუძველს ჩაუყრის წყლისა და ნიადაგის მდგრად და პასუხისმგებლიან გამოყენებას. პროექტი არის ერთი ნაბიჯით დაახლოება ბარეთის ტბის პრეზერვაციისკენ. საგრანტო დაფინანსების მოცულობაა:  86 526 აშშ დოლარი.

 
 

                                                                     ადგილმდებარეობა