საგრანტო ხელმოწერის ცერემონია იაპონიის საელჩოს გრასრუტების ადამიანის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტში 2 სახანძრო მანქანის შეძენა
2019/3/20
2019 წლის 6 მარტს, საქართველოში სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა – ბატონმა ტადაჰარუ უეჰარამ და Mercy Corps–ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა, ბატონმა ირაკლი ქასრაშვილმა ხელი მოაწერეს საგრანტო შეთანხმებას. გრანტის ფარგლებში, ორგანიზაცია შეიძენს 2 მოქნილ სახანძრო მანქანას, რომლის დანიშნულებაა ცეცხლის ჩაქრობა რთულად მისავალ ადგილებში, სანამ ცეცხლი დიდ მანძილზე გავრცელდება. აღნიშნული კი დაეხმარება საქართველოს ეროვნული ძეგლის დაცვაში (ბორჯომი–ხარაგაულის ეროვნული ნაკრძალი), ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყაროს დაცვასა და რაც მთავარია – ადამიანის სიცოცხლის დაცვაში. საგრანტო დაფინანსების მოცულობაა 86 242 აშშ დოლარი.


ადგილმდებარეობა:





ადგილმდებარეობა:
