პროექტის გახსნის ცერემონია: მესტიის მუნიციპალიტეტში სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებული „ადამიანის უსაფრთხოების ადგილობრივი საგრანტო პროგრამა“
2019/10/4
2019 წლის 3 სექტემბერს მესტიის მუნიციპალიტეტში გაიმართა პროექტის გახსნის ცერემონია: „მესტიის მუნიციპალიტეტში სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“, რომელიც განხორციელდა იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებული „ადამიანის უსაფრთხოების ადგილობრივი საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში. ღონისძიებას ესწრებოდნენ იაპონიის ელჩი საქართველოში – მისი აღმატებულება ბატონი ტადაჰარუ უეჰარა, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი – ბატონი კაპიტონ ჟორჟოლიანი, მერის მოადგილე – ქალბატონი ნელი ნავერიანი და ორგანიზაცია „ერთად რეალური ცვლილებებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე – ქალბატონი ნანა ლომაძე, ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან ერთად. პროექტის საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2018 წლის 8 თებერვალს, ორგანიზაცია „ერთად რეალური ცვლილებებისთვის“ და იაპონიის საელჩოს შორის. პროექტის ფარგლებში იაპონიის მთავრობამ გამოყო გრანტი მესტიის მუნიციპალიტეტში, შშმ პირთათვის სარეაბილიტაციო ცენტრის ასაშენებლად. პროექტის ფარგლებში აშენდა რეგიონში პირველი სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც მოემსახურება 100–ზე მეტ ბენეფიციარს და გააუმჯობესებს მათი სიცოცხლის ხარისხს.


პროექტის ადგილმდებარეობა:





პროექტის ადგილმდებარეობა:
