იაპონიის საელჩოს განცხადება ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ

2018/3/2
          იაპონიის თანმიმდევრული პოზიციაა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების   ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა უნდა მოხდეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების შესაბამისად, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოსა და სრულიად სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.
 
          იაპონია არის ღრმად დამწუხრებული საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო,  რომელიც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 22 თებერვალს დააკავეს და გარდაიცვალა მეორე დღეს ცხინვალში. ჩვენ ვუსამძიმრებთ ბატონი ტატუნაშვილის ოჯახს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს საქმე გულდასმით იქნება გამოძიებული და მსგავსი ტრაგედია არასდროს არ განმეორდება და ვიმედოვნებთ, რომ  სხვა  დაკავებული პირებიც მალე დაუბრუნდებიან  თავიანთ სახლებს.