იაპონიის ელჩის ტადაჰარუ უეჰარას შეხვედრა სიღნაღის მერთან გიორგი გოგილაშვილთან
2018/4/12
12 აპრილს, იაპონიის ელჩი ტადაჰარუ უეჰარა ეწვია სიღნაღს და შეხვდა ქალაქის მერს გიორგი გოგილაშვილს. ელჩმა მერს მიაწოდა ინფორმაცია იაპონიის თოჯინების გამოფენის შესახებ, რომელიც სიღნაღში 21 აპრილიდან 31 მაისამდე გაიმართება. ღონისძიების მხარდასაჭერად სიღნაღის მერმა მზადყოფნა გამოხატა და აგრეთვე დიდი მადლობა გადაუხადა ელჩს იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის.
