ბიზნეს ფორუმი იაპონური კომპანიებისათვის თბილისში

2018/10/11
11 ოქტომბერს, თბილისში JETRO-ს სტამბოლის ოფისისა და JICA-ს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით იაპონური კომპანიებისათვის ბიზნეს ფორუმი ჩატარდა.
იაპონიაში, საქართველოში და მეზობელ ქვეყნებში მოქმედ იაპონურ კომპანიებს გადაეცათ პრეზენტაციები საქართველოს ეკონომიკის, ბიზნეს გარემოს, სამართლებრივი სისტემის, ანაკლიის პორტის განვითარების პროექტისა და იაპონიის მხარდაჭერის პოლიტიკის შესახებ.