იაპონია-საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების ოფიციალური შეხვედრა
2018/9/10
4 სექტემბერი, 2018

4 სექტემბერს, თბილისის დროით 9 საათზე იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ტარო კონოს საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან. შეხვედრა 45 წუთი გაგრძელდა.
1 დასაწყისი
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კონომ აღნიშნა, რომ მოხარულია საქართველოში პირველი ვიზიტით საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში და დასძინა, რომ იაპონია და საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, რომლებიც იზიარებენ ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს როგორიცაა დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ თანამშრომლობას გააგრძელებს საქართველოს მთავრობის ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ადმინისტრაციასთან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ დიდი სიხარულით მასპინძლობს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს და ძალისხმევას არ დაიშურებს რათა ორმხრივი ურთიერთობები უფრო გაძლიერდეს.
2 ორმხრივი ურთიერთობები
საგარეო საქმეთა მინისტრმა კონომ აგრეთვე აღნიშნა, რომ კავკასიის რეგიონი წარმოადგენს აზიისა და ევროპის შორის გზაგასაყარს და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს წარუდგინა იაპონიის „კავკასიის ინიციატივა“, რომელიც ეფუძნება ორ ძირითად პრინციპს: (1) ქვეყნის აღმშენებლობისთვის საჭირო ადამიანური რესურის მხარდაჭერას (კადრების გადამზადება) და (2) კავკასიის მიმზიდველობის გაძლიერებას (ინფრასტრუქტურისა და ბიზნეს სექტორის გაუმჯობესება). საგარეო საქმეთა მინისტრმა კონომ დიდი იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება.
ამ თვალსაზრისით, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაამატა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურის გამარტივების შესახებ (მრავალჯერადი ვიზა). საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ზალკალიანი მიესალმა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივას. მან დასძინა, რომ იაპონიის ინიციატივა ხელს შეუწყობს საქართველოს შემდგომ განვითარებას და გამოთქვა მზადყოფნა აქტიური თანამშრომლობისთვის აღნიშნული ინიციატივის ეფექტურად განხორციელების მიზნით. საგარეო საქმეთა მინისტრმა კონომ აგრეთვე აღნიშნა, რომ ქართულ მხარესთან მიღწეულია შეთანხმება საინვესტიციო ხელშეკრულების გაფორმებაზე. მან გამოთქვა იმედი, რომ საინვესტიციო ხელშეკრულების დროულად გაფორმება ხელს შეუწყობს იაპონური ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში.
3 ურთიერთთანამშრომლობა საერთაშორისო ასპარეზზე
მხარეებმა გაცვალეს აზრები საერთაშორისო ასპარეზზე თანამშრომლობის შესახებ ისეთ სფეროებში, როგორიცაა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეფორმა და „სუამ+იაპონია“.
4 საგარეო საქმეთა მინისტრების ოფიციალური შეხვედრის შემდეგ გაიმართა „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი (ფაზა 2)“ სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია, ოფიციალური ნოტების გაცვლა და პრეს-კონფერენცია.

„აღმოსავლეთი-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი (ფაზა 2)“ სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია

იაპონიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების პრესკონფერენცია