„იაპონიის კვირეული“ გორში
2018/11/19
9-17 ნოემბერს გორში „იაპონიის კვირეულის“ ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები: იაპონიის ელჩის ტადაჰარუ უეჰარას საჯარო ლექცია, ორიგამისა და სუშის ვორქშოპები და ფილმების ჩვენება. ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა, სტუდენტებმა და მოქალაქეებმა.




