იაპონიის ელჩის მიერ საპატიო სიგელების გადაცემის ცერემონია
2018/6/6
6 ივნისს, იაპონიის ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ საპატიო სიგელები გადასცა ქართველ სუმოისტებს, ლევან ცაგურიას (კოკკაი) და ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინ) მათ მიერ შეტანილი დიდი წვლილისთვის იაპონიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მეგობრობის გაძლიერებაში. საპატიო სიგელების გადაცემის ცერემონიას დაესწრო საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.






