იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტარო კონო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიიღო
2018/9/10
4 სექტემბერი, 2018


1) საგარეო საქმეთა მინისტრმა კონომ აღნიშნა, რომ მოხარულია საქართველოში ვიზიტით და დიდი მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს იაპონიის პრემიერ-მინისტრის შინძო აბესთვის იაპონიაში ივლისში დიდი წვიმის შედეგად გამოწვეული დატბორვების გამო გაგზავნილი თანაგრნობის წერილისთვის. მან საქართველოს პერმიერ-მინისტრთან მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა, რათა ორმხრივი მეგობრული ურთიერთობები, რომლის 25 წლისთავიც შარშან აღინიშნა, ახალ საფეხურზე გადავიდეს.
2) საგარეო საქმეთა მინისტრმა კონომ აგრეთვე აღნიშნა, რომ კავკასიის რეგიონი წარმოადგენს აზიისა და ევროპის შორის გზაგასაყარს და პრემიერ-მინისტრს წარუდგინა იაპონიის „კავკასიის ინიციატივა“, რომელიც ეფუძვნება ორ ძირითად პრინციპს: (1) ქვეყნის აღმშენებლობისთვის საჭირო ადამიანური რესურის მხარდაჭერას (კადრების გადამზადება) და (2) კავკასიის მიმზიდველობის გაძლიერებას (ინფრასტრუქტურისა და ბიზნეს სექტორის გაუმჯობესება). საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდი იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება. ამავდროულად საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ კავკასიის რეგიონში არის გადასაჭრელი საკითხები, ისეთი როგორიც არის ბუნების დაცვა და უბედური შემთხვევების თავიდან აცილება, რის გამოც მან სურვილი გამოთქვა გაუზიაროს საქართველოს იაპონიის გამოცდილება ამ საკითხებში. პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ დიდი მადლობა გადაუხადა იაპონიას იმ მხარდაჭერისთვის რასაც ის ახორციელებს საქართველოს მიმართ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მიმზიდველი იქნება უფრო ფართომასშტაბიანი ინვესტიციების განსახორციელებლად.