იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ტარო კონოს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის შეხვედრა

2018/9/10
4 სექტემბერი, 2018

     


 
4 სექტემბერს, თბილისის დროით 14:20 საათზე (იაპონიის დროით 19:20) იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტარო კონო საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს თამარ ჩუგოშვილს და პარლამენტის წევრებს.
  1. საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ იაპონია-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები უკვე 25 წელს ითვლის და ორმხრივი მეგობრული ურთიერთობების ახალ საფეხურზე გადასასვლელად საჭიროა არა მხოლოდ მთავრობებს შორის ურთიერთობა, არამედ ურთიერთობები პარლამენტის წევრებსა და ახალგაზრდებს შორის. მან მოუწოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს გაააქტიუროს ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის გაცვლითი პროგრამები.
  2. საგარეო საქმეთა მინისტრმა კონომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ჩუგოშვილს წარუდგინა იაპონიის „კავკასიის ინიციატივა“ და ორმხრივი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მაღალი შეფასება მისცა იაპონიის ინიციატივას  და დიდი მადლობა გადაუხადა მინისტრს მხარდაჭერისთვის.