იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტარო კონო საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიიღო

2018/9/10
4 სექტემბერი, 2018

    
 
4 სექტემბერს, თბილისის დროით 11:00 საათზე, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტარო კონო  საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ეწვია. შეხვედრა ნახევარი საათი გაგრძელდა.

1. საგარეო საქმეთა მინისტრმა კონომ პრეზიდენტ მარგველაშვილს მიულოცა დაბადების დღე და აღნიშნა, რომ 2014 წელს პრეზიდენტის იაპონიაში ვიზიტის შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები საგრძნობლად ღრმავდება. პრეზიდენტმა დიდი მადლობა გადაუხადა დაბადების დღის მოლოცვისთვცის და დასძინა, რომ ვიზიტი იაპონიაში ძალიან თბილად აგონდება.
 

2. საგარეო საქმეთა მინისტრმა კონომ პრეზიდენტს გააცნო ე.წ. „კავკასიის ინიციატივა“- თანამშრომლობის პოლიტიკა, რომელსაც იაპონია ამიერიდან განახორციელებს საქართველოსთან მიმართებაში. მინისტრმა აგრეთვე აღნიშნა, რომ იაპონია-საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარების დიდი იმედი აქვს. პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა იაპონიის „კავკასიის ინიციატივას“ და იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი ურთიერთობები უფრო გაღრმავდება სხვადასვხა სფეროში, იქნება ეს პოლიტა, ეკონომიკა, კულტურა, ადამიანური რესურსის გაცვლა თუ სხვა. საგარეო საქეთა მინისტრმა კონომ დასძინა, რომ ქართულ მხარესთან მიღწეულია შეთანხმება საინვესტიციო ხელშეკრულეზე. მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ საინვესტიციო ხელშეკრულების დროულად გაფორმება ხელს შეუწყობს იაპონური ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში.

3. მხარეებმა ასევე გაცვალეს აზრები საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში, კერძოდ კი ჩრდილოეთ კორეის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეფორმის შესახებ.