იაპონიის ელჩის უეჰარას და NEXI-ის ხელმძღვანელის ბატონი ბანდოს შეხვედრა საქართველოს ფინანსთა მინისტრთან, ბატონ მამუკა ბახტაძესთან

2018/5/22
იაპონიის ელჩი უეჰარა და NEXI-ის (იაპონური ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევა) ხელმძღვანელი ბანდო 22 მაისს შეხვდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრს მამუკა ბახტაძეს. გარდა ამისა, ელჩი და ბანდო ესაუბრნენ გიორგი ჩერქეზიშვილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს და გიორგი შარვაშიძეს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს. შეხვედრებზე ბანდომ წარმოადგინა ინფორმაცია NEXI-ის საქმიანობის შესახებ. თავის მხრივ ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა იაპონია საქართველოს შორის ბიზნეს ურთიერთობების შემდგომი განვითარების მნიშვნელობას.