სასესხო ხელშეკრულების ოფიციალური ნოტების გაცვლა

2018/9/10
4 სექტემბერი, 2018

  

1 4 სექტემბერს,  იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტარო კონომ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაცვალეს „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის (ფაზა 2)“ ოფიციალური ნოტები: 38.735 მილიარდი იენი (დაახ. აშშ $ 345 მლნ; აშშ $1=112 იენი)

2 პროექტის შინაარსი
 აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი რთული (შორაპანი-არგვეთა) მონაკვეთის საავტომობილო გზის (14.7 კმ) მშენებლობის დაფინანსებას. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში და შესაბამისად კავკასიის რეგიონში სატრანსპორტო გზების  განვითარებას. პროექტის დასრულება იგეგმება 2023 წლის პირველ კვარტალში. იმედი გვაქვს, რომ ამ პერიოდისთვის ტრანსპორტის უსაფრთხოების და კომფორტული მგზავრობის პირობები გაძლიერდება, და სატრანსპორტო საშუალებების რიცხვი გაიზრდება 14,000-დან 18,000-მდე. ასევე შემცირდება მგზავრობის დრო: 20 წუთიდან 11 წუთამდე. შესაბამისად, პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.