საგრანტო ხელმოწერის ცერემონია იაპონიის საელჩოს გრასრუტების ადამიანის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში იმერეთის რეგიონში ომის ფეთქებადი ნარჩენების განაღმვა

2019/3/15
2019 წლის 28 თებერვალს საქართველოში სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა – ბატონ ტადაჰარუ უეჰარამ და და HALO-Trust-ის საქართველოს წარმომადგენლობის პროექტის მენეჯერმა – ბატონმა ლევან რაფავამ ხელი მოაწერეს საგრანტო შეთანხმებას. პროექტის ფარგლებში განხორციელდება ჰუმანიტარული განაღმვა HALO-Trust-ის მიერ, სოფელ ჩონთოში (ნასოფლარი). განაღმვითი სამუშაოები განხორციელდება იმერეთის რეგიონში, და შედეგად უსაფრთხოს გახდის ტერიტორიას ადგილობრივი მოსახლეობისა და მიმდებარე სოფლებისთვის. პროექტის დაფინანსების მოცულობაა 63 692 აშშ დოლარი.  


 

 

                                                                                ადგილმდებარეობა