ქართველი სუმოისტის ტოჩინოშინის გამარჯვების აღსანიშნად იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ტარო კონოს მისალოცი წერილი

2018/2/5
14-28 იანვარს ტოკიოში ჩატარებული სუმოს ჰაცუ-ბაშოზე (პირველ ტურში) გამარჯვება მოიპოვა ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა. ამ ფაქტთან დაკავშირებით იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტარო კონომ მისალოცი წერილი გაუგზავნა  საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს.
ქვემოთ გთავაზობთ წერილის სრულ ტექტს.
 
----------------------------------------------------------------------------------------
30 იანვარი, 2018
 
საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს,
მის აღმატებულებას, ბატონ მიხეილ ჯანელიძეს
 
     გულითა და სულით გილოცავთ 2018 წლის სუმოს ჰაცუ-ბაშოზე (პირველ ტურში) ქართველი სუმოისტის, ტოჩინოშინის გამარჯვებას.
     მისი წარმატება ძალიან სასიხარულოა და აღსანიშნავია ჩვენი ქვეყნების მეგობრული ურთიერთობის ისტორიაში.
     ვუსურვებ მას მომავალშიც წარმატებას და ჩვენს ქვეყნებს ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
 
 
                                                                                                                            იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი
                                                                                                                            ტარო კონო