საქართველოში იაპონიის ელჩის ტადაჰარუ უეჰარას მისალოცი გზავნილი ტოჩინოშინს მისი ოძეკის რანგში დაწინაურების გამო

2018/5/30
ბატონო ტოჩინოშინ ცუიოში,

მსურს მთელი გულით მოგილოცოთ ოძეკის ტიტულის მოპოვება.
სამშობლოსგან მოწყვეტილმა, სხვა ენის და კულტურის ქვეყანაში, დასძლიეთ რა სერიოზული ტრავმები, გახდით პირველი ქართველი სუმოისტი, რომელიც ოძეკის რანგში დაწინაურდა. თქვენი მაგალითით დიდად აღაფრთოვანებთ და სტიმულის აძლევთ ბევრ იაპონელსა და ქართველს.
გულწრფელად გისურვებთ ამ წარმატების განმტკიცებას, როგორც ოძეკის და როგორც ერთგვარ დამაკავშირებელ ხიდს საქართველოსა და იაპონიას შორის.

30 მაისი, 2018
იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში
ტადაჰარუ უეჰარა